“კეზერამ და მისმა მინიონებმა, მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩ**სვარეს…” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს მის მიმართ ცილისწამებლური კამპანიის წამოწყების შესახებ: “კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს”.

“კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე “ქართული ოცნება” მაფინანსებს. (ფულის გარეშე ისინი ხომ არარაობები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მხარდამჭერთა მცირე შემოწირულობებით – უკიდეგანოდ უნიჭო ხალხია.) ამიტომ, “ქართულ ოცნებასთან” შეკვრას მაბრალებენ. კარგად მომისმინეთ: მაგ სიმართლით იაროს კეზერამ, მისმა ოჯახმა, მისმა საყვარელმა ადამიანებმა, მისმა სამეგობრომ (თუ შერჩა ვინმე მწველავების გარდა), ყველამ, სულ ყველამ ვინც უყვარს. ყველა ცილისწამება დაგიბრუნდებათ უკან. ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა