ფრონტზე დაიღუპა უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი და სამხედრო მოსამსახურე ანდრიი პავლენკო. ამის შესახებ მისი ცოლი დარია ორეხოვა წერს.
“ომი არავის ინდობს. ომს მიყავს ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები. ომმა წაიყვანა ანდრიი პავლენკო. დამშვიდობების დღეს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ძალიან მომენატრები ჩემო საყვარელო”. – წერს ორეხოვა.
პავლენკოს 50-ზე მეტ სერიალსა და ფილმში აქვს ნათამაშები. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია 1941, Жіночий лікар, Дев’ять життів Нестора Махна, Ілюзія страху.