არჩილ გორდულაძე – როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს – ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის

როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს – ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
„ჯერ ხომ უსაფუძვლოა აღნიშნული გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, საერთოდ, დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს. ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველია, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თან, მით უმეტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ტექნიკურ დონეზეც შეუძლებელია, რომ ახლა ვიმსჯელოთ რანაირად იქნება, რა შეზღუდვასთან გვექნება საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით, როდესაც დიპლომატებზე გვაქვს საუბარი და დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არანაირ წესში და იმ მართლწესრიგში, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ხდება საფუძველი ჩვენს ქვეყანაში, სკეპტიკური დამოკიდებულებები გაჩნდეს ევროპისადმი და ევროკავშირისადმი. ეს ჩვენ არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისეც და ისევ გარკვეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები სწორედ ამისკენ უბიძგებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ