გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განცხადებით, რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ წინადადებას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესახებ, ისევე როგორც ნატო-ს მონაწილეობას კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთი კონფლიქტის გაყინვის არცერთი სქემით არ ყოფილა კმაყოფილი. მინსკის შეთანხმებების მაგალითზე ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ არც დასავლეთის და არც კიევის ხუნტას ნდობა არ შეიძლება. კარგად გვესმის, რომ ამ სავარჯიშოს მიზანია კიევის რეჟიმისთვის ბრძოლის ველზე საჭირო შესვენების მიცემა, რათა ჭრილობა მოილოკოს“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს ნატო-ს რაიმე როლს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.
„უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ნატო-ს რაიმე როლზე საუბარი არ შეიძლება. ალიანსი და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივები თავიდანვე პრობლემის ნაწილი იყო და არა მისი გადაწყვეტის ნაწილი“, – დასძინა ნებენზიამ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/170717657_481848092859500_8344866206175423061_n-e1617870669620-N6rZGR-300x169.jpeg)