მედია – მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია გენერალი, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

ს დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ს შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.
მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა.
გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად.
გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რიაზანის გამზირზე აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან