LSE 2009 წლის კრიზისის შემდეგ, კომპანიების ყველაზე დიდ გადინებას განიცდის

ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) 2024 წელს განიცდის კომპანიების ყველაზე დიდ გადინებას 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მაშინ როცა ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში, წერს Financial Times.
ეს განპირობებულია -ის მზარდი მიმზიდველობით, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის მთავრობის ძალისხმევისა და რეგულატორებისა და LSE-ის მიერ გამოცხადებული რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ბრიტანეთის ბაზრის მიმზიდველობის გაზრდას, აღნიშნავს გამოცემა.
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემებით, 2024 წელს 88-მა კომპანიამ გააუქმა ან გადაიტანა თავისი პირველადი ლისტინგი LSE-ის ძირითადი ბაზრიდან და მათ ნაცვლად მხოლოდ 18-ი მივიდა.
interfax