სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ ₾115 მლნ შეადგინა – როგორია სექტორის 9 თვის შედეგები?

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 9 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 983 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით დაზღვევის შემდეგი 5 სახეობა ლიდერობს:

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა