ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროზონისთვის ინფლაციის ყველაზე ცუდი პერიოდი უკანაა

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ევროზონაში ინფლაციის ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ „ზამთრის ყველაზე ბნელი დღეები უკან დარჩნენ“.
ლაგარდის თქმით, ECB-ის საბაზისო სცენარი ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთების შემდგომ შემცირებას.
„თუ შემომავალი სტატისტიკური მონაცემები გააგრძელებს ჩვენი საბაზისო პროგნოზის დადასტურებას, სამომავლო მიმართულება ნათელია და ჩვენ ველოდებით განაკვეთების შემდგომ შემცირებას“, – თქვა მან ვილნიუსში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას.