2025 წელს, გლობალური ავიაკომპანიების წმინდა მოგება $36,6 მლრდ იქნება – IATA

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) პროგნოზით, 2025 წელს გლობალური საავიაციო ინდუსტრიის წმინდა მოგება 36,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 16%-ით მეტია 2024 წლის მონაცემებთან შედარებით.
არსებული მაჩვენებლების მიხედვით, წმინდა მოგების მარჟა 2025 წელს იქნება 3.6%, 2024 წელს მოსალოდნელი 3.3%-ის წინააღმდეგ. მომავალ წელს საშუალო შემოსავალი თითო მგზავრზე, სავარაუდოდ, $7 იქნება, რაც 2023 წლის 7,9$-ის მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ 2024 წლის მაჩვენებელზე – 6,4$-ზე მაღალი.
IATA ასევე პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 5,2 მილიარდს მიაღწევს, რაც 6,7%-ით მეტია 2024 წელის პროგნოზთან შედარებით.
ინდუსტრიის მთლიანმა შემოსავალმა პირველად შეიძლება $1 ტრილიონს გადააჭარბოს და მიაღწიოს $1,007 ტრილიონს, რაც 4,4%-ით მეტია 2024 წელის მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ავიაკომპანიის ხარჯები 4%-ით, 940 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამშრომელთა ანაზღაურებაზე მოდის.
ინდუსტრიის განვითარების უდიდეს რისკებს შორის ასოციაციის ექსპერტები ასახელებენ ომების შესაძლო გავრცელებას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, გაურკვევლობას შეერთებულ შტატებში ს ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლასთან და ნავთობის ფასებთან დაკავშირებით.
IATA აერთიანებს დაახლოებით 340 ავიაკომპანიას, რომლებიც ახორციელებენ გლობალური საჰაერო მიმოსვლის 80%-ზე მეტს.
avianews.ge