2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.
მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), რუსეთმა კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. ფულად გზავნილებში ივლისიდან მოყოლებული #1 ადგილს სწორედ აშშ იკავებს.
2024 წლის ნოემბერში საქართველომ ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/eipiem-fotis-porti_w_h-q83zD3-300x169.jpeg)