2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.642 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.021 მლრდ ლარს) გადააჭარბა.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.646 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინდელი კურსით 23.455 მლრდ ლარი იყო.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.271 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.264 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.506 მლრდ დოლარი.
მსხვილი კრედიტორები 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით შემდეგია:
· აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.263 მლრდ დოლარი
· მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.633 მლრდ დოლარი
· ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.081 მლრდ დოლარი
· მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 488.4 მლნ დოლარი
· საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 177.4 მლნ დოლარი
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს შემდეგი ქვეყნების აქვს:
· საფრანგეთი – 770.3 მლნ დოლარი
· გერმანია – 568.4 მლნ დოლარი
· იაპონია – 125.8 მლნ დოლარი
· ავსტრია – 11.1 მლნ დოლარი
· ქუვეითი – 10.08 მლნ დოლარი
