“ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ” (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით. ამისთვის გიორგი მიქაუტაძესაც ამბიციური განაცხადი აქვს გაკეთებული, ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირობისკენ აქტიურად მიიწევს.
საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,
ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი,
ვიტალი დარასელია;
ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე,
მიხეილ მესხი.