რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ “აჭარაბეთს”, “კრისტალბეთს”, “კროკობეთს” და სხვებს? – რეიტინგი

საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია.

ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში მოქმედი 6 ონლაინ-კაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა