ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის – ის ფიქრობს, რომ ომს იგებს

რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ -მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
„პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს“, – აღნიშნა ბრაჟემ.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ტრამპის კრიტიკას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ იმის გამო, რომ უკრაინის მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმისთვის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები მოხსნა.
„ვფიქრობთ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას აღმოფხვრას კონკრეტული სამხედრო სამიზნეები – მაგალითად, სადაც რუსული თვითმფრინავები ფრინდებიან, ჯარების განლაგება ხდება, ლოჯისტიკური კერები, საწვავის ჰაბები და ა.შ. – მოიტანს მშვიდობას. სრულად ვუჭერთ მხარს ძალის საშუალებით მშვიდობის მიღწევის კონცეფციას, რომელიც ტრამპს აქვს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი პატივს სცემს. მას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ პატივი სცეს“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს