Korean Air-მა Asiana Airlines-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა

სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air Lines-მა დაასრულა კონკურენტი Asiana Airlines-ის საკონტროლო წილის 1 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება, რომელიც დაანონსდა ჯერ კიდევ 2020 წელს.
Korean Air-მა განაცხადა, რომ მან გადაიხადა ჯამურად 1,5 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონი (1,05 მილიარდი დოლარი) Asiana-ს 63,88%-იანი წილისთვის.
Asiana 16 იანვარს გამართავს აქციონერთა საგანგებო კრებას, რათა დირექტორთა საბჭოში დანიშნოს Korean Air-ის წარდგენილი კანდიდატები.
„Korean Air გეგმავს დაასრულოს Asiana-ს ინტეგრაცია ორი წლის განმავლობაში. ინტეგრაციის სტრატეგია მოიცავს კომპანიის ქსელის ოპტიმიზაციას მისი ფრენების განრიგის დივერსიფიკაციით, სერვისის გაფართოებით ახალ მიმართულებებზე და ინვესტიციების გაზრდას უსაფრთხოებაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ინტეგრაცია, როგორც მოსალოდნელია მოხდება თანამშრომელთა შტატის კორექტირების გარეშე.
მხარეებმა გარიგების შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადეს, მაგრამ მისი დასრულება გადაიდო არაერთი მარეგულირებლის მიერ წამოჭრილი ანტიმონოპოლიური შეშფოთების გამო. მთლიანობაში, კომპანიებს სჭირდებოდათ ნებართვის მიღება 14 მარეგულირებელი ორგანოსგან მთელს მსოფლიოში, რათა დასრულებულიყო გარიგება, აღნიშნავს The Wall Street Journal.