“ვაპროტესტებთ რუსული ხელისუფლების მოქმედებებს”, – ამის შესახებ IT/TECH კომუნის წევრები აცხადებენ. IT და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ. ისინი სამსახურებში წასვლის ნაცვლად, ორი დღის განმავლობაში, პროტესტს გამართავენ. მათი განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საქართველოს რუსეთისკენ მიჰყავს.
“ამ პროტესტის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, ადამიანების ჩაგვრა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს იქნება ევროინტეგრაციისა თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით. შესაბამისად, არ შეგვეძლო უბრალოდ კულისებში ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე წყნარად გვეკეთებინა”, – განაცხადა TBC-ის IT სპეციალისტმა.
