ალკოჰოლური ბრენდის მფლობელი ცნობილი სპორტსმენები
სპორტსმენების, განსაკუთრებით კი წარმატებული და ყველასთვის ცნობილი სპორტსმენების დიდი ნაწილი სხვადასხვა ბიზნესს ფლობს, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების ბიზნესსაც.
,,კომერსანტმა“ შეადგინა იმ სპორტსმენების სია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლური სასმლის ბრენდებს ფლობენ.
კალათბურთი
სტეფ კარი
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელმა სტეფ კარიმ 2023 წლის მაისის ბოლოს გამოუშვა ბურბონის ლიმიტირებული სერია საკუთარი ბრენდის, Gentleman’s Cut-ის საავჭრო ნიშნით, რაც მისი კარიერის მე-15 წელს მიეძღვნა.
15-წლიანი დაძველების ბურბონს სახელწოდება Player Exclusive-ია. მისი შემადგენლობა მოიცავს: 75% სიმინდს, 21% ჭვავს და 4% დალაქულ ქერს. სასმელი 2005 წელს დაიდგა, 2020 წლამდე ახალ მუხის კასრებში დაძველდა და შემდეგ ბოთლებში გადაიღეს.
მაიკლ ჯორდანი
NBA-ის ექვსგზის ჩემპიონმა მაიკლ ჯორდანმა 2019 წელს, ოთხ სხვა NBA კლუბის მფლობელთან ერთად (ჯინი ბასი – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“, უეს იდენსი – „მილუოკი ბაქსი“, ემილია ფაცალარი და მისი მეუღლე ვაიკ გროსბეკი – „ბოსტონ სელტიკსი“), შექმნა სუპერ-პრემიუმ კლასის Cincoro Tequila.
2024 წელს ბრენდს შეუერთდა ცნობილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.
ფეხბურთი
დევიდ ბექჰემი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა 2014 წელს შოტლანდიური ბრენდის Haig Club დისტილატორი დააარსა, რომელიც ერთჯერადი მარცვლოვანი ვისკია. მისი ასაკი მითითებული არ არის.
ალექს მორგანი
ამერიკის ქალთა ნაკრების კაპიტანმა ალექს მორგანმა 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა, რომ Volley ბრენდის ტეკილა შეიძინა.
ტეკილაში შერეულია ლურჯი აგავის წვენი, ხილის წვენი და გაზავებულია ოთხი გემოთი: გრეიფრუტი, მწარე იმბირი, ტროპიკული მანგო და ლაიმი.
შერეული ორთაბრძოლები
კონორ მაკგრეგორი
UFC-ის ორგზის ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა 2018 წლის 8 სექტემბერს პირველად წარმოადგინა საკუთარი ვისკის Proper No. ბრენდის პრეზენტაცია.
ასევე, მაკგრეგორი ფლობს პაბის კომპანიას, რომელიც აწარმოებს სტაუტს Forged Irish Stout.
საუელ “კანელო” ალვარესი
მექსიკელმა მოკრივემ საუუელ “კანელო” ალვარესმა 2023 წელს დაიწყო კოქტეილების ბრენდი Viva Mexico Cabrones (VMC), რომელიც ტეკილაზე მზადდება.