ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება

ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) UN Comtrade-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 2000 – 2023 წლებში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასებს და ექსპორტის მოცულობებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ქართული ღვინის ყველაზე დაბალი საშუალო საექსპორტო ფასი არის პოლონეთში, იგი შეადგენს 6.78 ლარს, აქ ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,7% გადის. შემდეგი ქვეყანაა , სადაც მოცულობით გადის ყველზე ბევრი ღვინო – მთლიანი ექსპორტის 69.6%. ამ ქვეყანაში გასული 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია და 7.26 ლარს შეადგენს.
ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია -ის ბაზარზე, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული 1 ლიტრი ქართული ღვინის ფასია 16.65 ლარი. თუმცა, მოცულობით აქ ქართული ღვინის მხოლოდ 1%-ია ექსპორტირებული.
საქართველოს ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე ფასები და მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:
· აშშ: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 16.65 ლარი, მოცულობა – 1%.
· გერმანია: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 12.54 ლარი, მოცულობა – 1.1%;
· ჩინეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 9.92 ლარი, მოცულობა – 3,5%;
· ყაზახეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 8.31 ლარი, მოცულობა – 3.3%;
· ბელარუსი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 7.69 ლარი, მოცულობა – 3.1%;
· : 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 7.50 ლარი, მოცულობა – 5.8%;
· რუსეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 7.26 ლარი, მოცულობა 69.6%;
· პოლონეთი: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 6.78 ლარი, მოცულობა – 6.7%;
· ყველა: 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი – 7.77 ლარი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში ჯამში გავიდა $6.37 მლნ-ის ღვინო. მთლიანად 2023 წელს კი, $5.48 მლნ-ის ღვინო გაიყიდა ამ ქვეყანაში.
რაც შეეხება რუსეთს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე დაყრდნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში გავიდა $167.58 მლნ-ის ღვინო. მთლიანად 2023 წელს კი რუსეთში $173.88 მლნ-ის ღვინო გაიყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):
· სს ბადაგონი;
· შპს “წინანდლის ძველი მარანი”;
· შპს GVMT Group;
· შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
· შპს ასკანელი ძმები;
· შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
· შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
· შპს კახური ღვინის მარანი;
· შპს კომპანია ბესინი;
· შპს შალვინო.
2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა უპრეცედენტო რაოდენობის – 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2024 წლის ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან, გადამუშავებულია:
· რქაწითელი – 136 ათასი ტონა;
· საფერავი – 130 ათასი ტონა;
· კახური მწვანე – 5,9 ათასი ტონა;
· ალექსადრეულ/მუჯურეთული, რაჭა – 1618 ტონა;
· ცოლიკაური, ცაგერი – 753 ტონა.
ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების 1 კგ ყურძნის ფასები:
· რქაწითელი – 1.00-დან 1.20 ლარის ფარგლებში;
· საფერავი – 1.50-1.60 ლარის ფარგლებში;
· ალექსანდრეულ/მუჯურეთული – 8 ლარი;
· ცოლიკაური (ტვიშის) – 8 ლარი;
· ცაგერის ცოლიკაური – 5 ლარი.
gbc.ge