IATA–ს პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 2025 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

IATA–ს პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 2025 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული პროგნოზით, 2025 წელს პირველად მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც წინა წელთან შედარებით 4,4%-ით მეტია. ასოციაციის თანახმადვე, ავიაკომპანიების ხარჯები 4 პროცენტით, 940 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
IATA ასევე პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავლები 705 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო კიდევ 145 მილიარდი დოლარს ავიაკომპანიები დამატებითი მომსახურებიდან მიიღებენ.
businesstravelnews