გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის 100 თანამშრომელზე მეტს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება აქვს დაწერილი, თუმცა არ უკმაყოფილებენ. ამის შესახებ გახარიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“თქვენ რომ ნახოთ ახლა, რამხელა კადრების გადინებაა… ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში ზიან და იქ მძღოლობენ. ბევრი ადამიანი გაიქცა იმიტომ,მ რომ ვერ შეეგუა ამას, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა, ვიღაცა დარჩა, ვიღაცა ჩაითრიეს, ვიღაცა მოისყიდეს და დააშინეს. ეს არის უდიდესი ტრაგედია.
[პოლიციის] მთავარი მიზანი იყო ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მსახურება თითოეული მოქალაქის და ეს ხალხი ამით ამაყობდა ყოველთვის. ახლა რაც ხდება ამის აღდგენას დასჭირდება წლები. დაზუსტებით ვიცი, რომ [გათავისუფლების] 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ… არჩევნების შემდეგ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, შსს სრულად დეპოლიტიზებული უნდა იყოს”- თქვა გახარიამ.