აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე: კაცი კაცია და ქალი ქალია!

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის ბრაიან მასტის განცხადებით, კაცი კაცია და ქალი ქალია. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Floridian-ი აქვეყნებს.
გამოცემის მტკიცებით, ამერიკელ კანონმდებლებს ასეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც კონგრესში პირველი ტრანსგენდერი “დემოკრატი” დელავერიდან სარა მაკბრაიდი აირჩიეს. ს შემდეგ “რესპუბლიკელმა” ნენსი მეისმა კონგრესში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ იმ საპირფარეშოში შესვლას აძლევს უფლებას, რა სქესიც მათ დაბადებიდან ჰქონდათ.
„ამ მასკარადის მიუხედავად, კაცი კაცია, ხოლო ქალი ქალია. საჭიროა მხოლოდ საღი გონება, რათა ჩვენ სწორი საპირფარეშოთი ვისარგებლოთ“, – განუცხადა მასტმა The Floridian-ს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალოგიური აზრი აქვთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ უესლი ჰანტს. „არსებობს ორი სქესი. ორი სქესი იყო დასაბამიდან და ორი სქესი დარჩება დასასრულამდე“, – დაწერა ჰანტმა.
„მე სამი შვილის მამა ვარ, მათ შორის ორი ქალიშვილის – ვიქტორიასი და ოლივიასი, რომლებიც ექვსის და ოთხი წლის არიან. ჩემი შვილები კაპიტოლიუმს სტუმრობენ. უკანასკნელი რამ, რასაც მოვითმენ, არის ის, რომ მამაკაცი ქალის ტუალეტში შედის, განსაკუთრებით ჩემი ქალიშვილების თვალწინ“, – დასძინა ჰანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია