მალხაზ აბულაძე: თავისუფლება რჩეულების ხვედრია

“როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე,მთელი ჩემი არსით, ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით, ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს. მე არ შემიძლია ვინმეს მოუწოდო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და……….. თავისუფლება რჩეულების ხვედრია.🇬🇪” | წერს მსახიობი მალხაზ აბულაძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას