თეონა აქუბარდია – ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს მოქალაქეებს – ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით

ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ის შავნიღბიანი, რომელმაც ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილი არის იმ შავი ნიღბის უკან, რითაც მისი პოლიცია უსწორდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნის კონსტიტუციას იცავენ სიცოცხლის რისკის ფასად, ისევე როგორც უსწორდებიან სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. ამიტომ, ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ივანიშვილი შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა