თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩებზე: ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩების ორმაგ სტანდარტს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ტვ პირველის გადამღები ჯგუფის მოსანახულებლად კლინიკაში მისული ელჩების საქციელი დასაფასებელია, თუმცა სხვა კლინიკაში, სხვა ტელევიზიების გადამღები ჯგუფების მონახულება სამართლიანი და დიპლომატიური იქნებოდა. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ უკვე შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს თუ ვინ არიან საქართველოში მიმდინარე პროცესების აქტორები ამიტომ, დიპლომატებიც დაუფარავად მოქმედებენ.
ექსპერტის განმარტებით, უცხო ქვეყნის ელჩების მიზანი მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერაა და ამას აღარც მალავენ.
“საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ელჩებმა ინგოროყვას კლინიკაში ტვ პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი მოინახულეს. ეს დასაფასებელია, მაგრამ იგივე ელჩებს სხვა კლინიკებში მყოფი სხვა ტელევიზიის ჟურნალისტ-ოპერატორიც რომ მოენახულებინათ, აი, ეს იქნებოდა სამართლიანი და დემოკრატიული, მითუმეტეს, დიპლომატიური. რატომ ახდენენ ელჩები დაყოფას და პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში? თუკი ოპოზიციური ტელევიზიის თანამშრომლებმა დაიმსახურეს დაფასება, რა დააშავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა? ან რატომ არ აკეთებენ განცხადებებს “იმედის” ჟურნალისტების ბულინგზე?
შეუნიღბავი თვალითაც აშკარად ჩანს დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ჩუმი აქტორები.
მათი მიზანია მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, იქნებ როგორმე თავი მოაბან მაიდანს რუსთაველზე მაგრამ, შედეგი აგვიანებს. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ისე გაშიშვლდა ყველა და ყველაფერი, რომ დიპლომატებიც კი ვეღარ ახერხებენ ფარულად პოლიტიკის გატარებას და ღია სცენაზე გამოვიდნენ. ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე