არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ხელვაჩაურში 4 პირი მოკლეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლულია ოთხი პირი.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივების ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები ხელვაჩაურში ქირით ცხოვრობდნენ.
“ხელვაჩაურში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ფაქტი მოხდა, საერთო ბიზნესი და წილები ვერ გაიყვეს უთანხმოება მოუვიდათ, ბიზნესის გამო, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა მვკლელობა”, – აღნიშნეს ადგილობრივებმა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ცნობებით, მომხდართან დაკავშირებით არის დაკავებულიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ