ისრაელმა დაბომბა სირიის დედაქალაქის – დამასკის მთავარი კვლევითი ცენტრი და უსაფრთხოების კომპლექსი

8 დეკემბერს ისრაელმა სამჯერ დაარტყა სირიის დედაქალაქ დამასკს, სადაც საჰაერო იერიში განხორციელდა მას მერე, რაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დატოვა თავისი ქვეყანა ანტისამთავრობო მეამბოხეების გაერთიანებული ძალების მიერ მთავარი ქალაქების და ბოლოს დამასკის დაკავების შემდეგ.
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა მოაწყო დამასკის კაფრ სუსას რაიონში უშიშროების კომპლექსსა და კვლევით ცენტრზე, რომელშიც, ისრაელის თანახმად, ირანელი მეცნიერები რაკეტის განვითარებაზე მუშაობდნენ. Reuters-ის სააგენტოს ამის შესახებ 8 დეკემბერს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურების ორმა წყარომ აცნობა.
ამავე დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიას დაევალა ბუფერული ზონის დაკავება გოლანის მაღლობების რეგიონში, რათა იქ განსახლებული ისრაელელების უსაფრთხოება დაიცვას. ისრაელის გადაწყვეტილებით, რეგიონში გამოცხადდა კომენდანტის საათი.
სირიის ეს არეალი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა და შემდეგ 1981 ანექსია გაუკეთა, რაც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან