ბიზნესი დღეს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო კი მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს – “თბილღვინოს” დამფუძნებელი
“საზოგადოება და ბიზნესი, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იყოს ფხიზლად. აქციებზე, დგას საზოგადოების ბრწყინვალე ნაწილი, ყველანაირი სფეროდან. მეამაყება, რომ მეც იქ ვდგავარ”, – ამბობს თბილღვინოს” დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
მარგველაშვილის აზრით, დღეს საშიში გახდა თბილისში ღამე სიარული.
“ბიზნესმენები მიჩვეულები არიან გარიგებებს, ვალდებულებებს და ბიზნესს სექტორი დღეს სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო კი მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ეს ეხება უსაფრთხოების ვალდებულებასაც. ქალაქში, რომ გავდივარ, ჩემს შვილებთან, ჩემი მეგობრების შვილებთან და მათ ოჯახებთან ერთად, მე არ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაიცვას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ის ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის, შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს ღიად გმობენ “ოცნების” შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს, არიან დაბულინგებულები, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.