მტკვრის სანაპიროზე დაპირისპირება იყო – აქციის მონაწილეები მსვლელობას გმირთა მოედნის მიმართულებით აგრძელებენ

აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები ადგილზე აგებენ ხელოვნურ ბარიკადებს.
მანამდე სანაპიროზე აქციის მონაწილეებსა და გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გაჩერებული ჯიპის ტიპის 2 ავტომობილი, სწორედ აღნიშნული ავტომობილებიდან გადმოსული ადამიანები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს.
აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა.