ირანის ხალხი ბოლოსდაბოლოს დაძლევს მთავრობის მიერ თავსმოხვეულ.ავტორიტარიზმს, მთავრობისა, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების მხარდაჭერა, – განაცხადა ნარგეს მოჰამადიმ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა.
მოჰამადის თეირანში იმყოფება საპატიმროში. მისი განცხადება ოსლოში, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე საჯაროდ წაიკითხეს, ხოლო დედის პრემია გადაეცათ მის შვილებს, 17 წლის ტყუპებს, ქიანა და ალი რაჰმანიებს.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 51 წლის მოჰამადის პრემია მიანიჭა „ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ“ არაძალადობრივი ბრძოლისთვის და ადამიანის უფლებების წინ წამოწევისთვის ისლამურ რესპუბლიკაში.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაახლოებით ერთი მილიონი დოლარია.
მოჰამადი თეირანის ევინის საპატიმროდან გამოგზავნის გამოსვლაში აცხადებს, რომ „ირანის ხალხი, სიმტკიცეს გამოიჩენს და გადალახავს რეპრესიებს და ავტორიტარიზმს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს უდავოა“.
ნარგეს მოჰამადი არაერთ სასჯელს იხდის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით.