“მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ” – ალექსანდრე ქეშელაშვილი

ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი:
მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ. რა თქმა უნდა, ფიზიკური ტკივილიც მალე გაივლის და ჩალურჯებებიც, მაგრამ 28 ნოემბრის ღამე იყო ძალიან სახიფათო ნიშნების მატარებელი, რომ აქ გარემო აღარ არის არამარტო თავისუფალი, არამედ უსაფრთხოც. ამ ფოტოს ავტორია მინდია გაბაძე, რომელსაც დღეს სრულიად მოულოდნელად, პოლიციის თვალწინ დაესხნენ თავს. პოლიციას არაფერი გაუკეთებია დამნაშავეების დასაჭერად. კარი მოგვიხურა. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტად ასაზრდოებთ რეპრესიულ სისტემას, ის უფრო მალე მოვა თქვენთანაც. თქვენთან, ვინც ახლა ხარობთ იმ ხალხის დასჯით, გულზე რომ არ გეხატებიან. და თუ ამ ქვეყნიდან განდევნით თავისუფალ მედიას, მერე აღარავინ დარჩება, ვინც თქვენს ტკივილს სხვებთან მიიტანს. ეს სისტემა მარტივად და ჩუმად გაგსრესთ. ამისი მაგალითები ჩვენს საკუთარ წარსულშიც გვაქვს, ბევრი ფიქრი არ გჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…