მომიტინგეთა გარკვეულმა ჯგუფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა – რუსთაველის გამზირს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს სპეცრაზმი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა.
მომიტინგეების დიდმა ნაწილმა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, რუსთაველის გამზირი დატოვა და სანაპიროს ტერიტორიაზე ჩავიდა. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფებმა ასევე, გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე.
მსვლელობას ავტომობილები სიგნალებითა და შეძახილებით უერთდებიან და აქციის მონაწილეებს ამხნევებენ.
რუსთაველის გამზირს ამ დროისთვის, თითქმის სრულად საპოლიციო ძალები, სპეცრაზმი აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)