საბა სხვიტარიძეს იზოლატორში თავზე ხე გადაამტვრიეს – ნაწამები აქტივისტი პატიმრობაში დატოვეს

დაკავებულ საბა სხვიტარიძეს იზოლატორში პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია – ნაწამები აქტივისტის ჩვენება სასამართლოში. განსასჯელის სკამზე მჯდომმა დეტალურად გაიხსენა წამების, გატაცების და არაადამიანური მოპყრობის წუთები. უმოწყალოდ სცემეს დაკავებისას, სამმართველოში ერთ-ერთ კაბინეტში შეათრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ოთხ ნიღბიანს დაუძახეს.
მეხუთე სართულზე დაწყებული ძალადობა გაგრძელდა მერვე სართულზე, სადაც მას უკვე საპატრულო ფორმაში ჩაცმული მოძალადეები სხვადახვა საგნებით უსწორდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც სხვიტარიძეს პირადად უსწორდებოდა, მირიან ქავთარაძეა.
ახლა უმოწყალოდ ნაცემ აქტივისტს რეჟიმი 7-დან 11 წლამდე პატიმრობისთვის წირავს. მოსამართლემ ნაწამები სხვიტარიძის უმძიმესი ჩვენება არ შეიმჩნია.
სხვიტარიძის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ის მოსამართლ ლელა მარიდაშვილმა პატიმრობაში დატოვა, რასაც იქ მყოფების პროტესტის მოჰყვა. “მონებო!”, – ისმოდა სასამართლო დარბაზში.
7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ ახალგაზრდას, საბა ბირკაიას. აქაც, მოსამარღლის გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს