რუსთაველის გამზირი გადაჭედილია

რეპრესიებს ხალხი პროტესტით პასუხობს. რუსთაველის გამზირი ისევ გადაჭედილია.
გადაჭედილია, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამსაც, ქალაქში რამდენიმე მსვლელობაა და ყველა ჯერ არც მისულა გამზირამდე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რამდენიმე აქცია იყო, იუსტიციის სახლთან, განათლების სამინისტროსთან, თეატრალურ უნივერსიტეტთან, რამდენიმე თეატრთან, ამ წამს – საზმაუსთან. დღის მანძილზე იყო არაერთი სასამართლო პროცესი, სადაც ასევე იყვნენ მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროტესტის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ უკან დასახევი გზა არ არის და რუსული რეჟიმის რეპრესიების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი ერთად დგომა და მუდმივი პროტესტია. მასშტაბური დაკავებების სერიამ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა. მე-9 დღეა რუსთაველის გამზირიდან საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს ესმის. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და წინ კიდევ ერთი ღამეა, რომელსაც აქციის მონაწილეები ქუჩაში გაათენებენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეინიშნება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა