მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ბელარუსში გაემგზავრა, სადაც „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.
უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთისა და ბელარუსის საერთო თავდაცვითი სივრცის გაძლიერების საკითხებს.
ამასთან, დაგეგმილია არაერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის ფორმირების, საქონლის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთიანი წესებისა და საკომუნიკაციო მომსახურების კომფორტული ტარიფების შემოღების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო