უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, სანქციებს უწესებენ ბიძინა ივანიშვილსა და მის 18 თანამოაზრეს.
“უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 18 თანამოაზრის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან:
· ბიძინა ივანიშვილი
· ირაკლი კობახიძე
· გრიგოლ ლილუაშვილი
· კახა კალაძე
· მიხეილ ჩინჩალაძე
· მამუკა მდინარაძე
· ვახტანგ გომელაური
· ოთარ ფარცხალაძე
· ირაკლი რუხაძე
· ლევან მურუსიძე
· ვიქტორ ჯაფარიძე
· დიმიტრი სამხარაძე
· გიორგი (გოგა) ხაინდრავა
· გიორგი კობახიძე
· ზვიად შალამბერიძე
· შალვა თადუმაძე
· თეა წულუკიანი
· ირაკლი ქარსელაძე
· კახა ბექაური
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სანქციები მიმართულია ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც “საქართველოს პუტინს გადასცემს”.
სანქციების დაწესება უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, 4 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დააანონსა. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.