მთარგმნელი დათა ხარაიშვილი, რომელიც გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელ ფაქტებს ყვება.
მისი თქმით, სამართალდამცველები მასზე და სხვა დაკავებულებზე უპრეცედენტო ძალადობას ახორციელებდნენ.
არ ჩერდებოდა ცემა-ტყეპის ტალღა დაკავების მანქანაში – იხსენებს დათა ხარაზიშვილი.
ეს ყველაფერი არ არის, მომიტინგე ამბობს, რომ გომელაურის უწყების თანამშრომელთა მხრიდან აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობას, გდდ-ს შეფი, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “”ხარება” კამერით იღებდა.
დამაკავეს, შევჩენკოს და ბესიკის ქუჩის მიმდებარედ. ფაქტობრივად ვსეირნობდი, მეტს არაფერს არ ვაკეთებდი. საიდანღაც გამოცვივდნენ ნიღბიანები. ჯერ ადგილზე მცემეს, წამართვეს ტელეფონი, საათი, აღარც დაუბრუნეიათ. მარცხენა ყურიდან მომგლიჯეს საყურე. მიმათრევდა დაახლოებით ორი ადამიანი, დროდადრო მაჩერებდნენ და იწყებოდა ჩემი ცემა და გინება. როცა უშუალოდ მიმათრიეს ამ დაკავების მანქანასთან, უკვე შემთრიეს შიგნით და ერთი დაკავებული ადამიანი დამხვდა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო შშმ პირი – ვერ საუბრობს და ამ ადამიანს აგინებდნენ, რატომ არ იღებდა ხმას. როცა არ პასუხობდა ეს ადამიანი, იწყებოდა ძალადობა.
როცა მე შემიყვანეს, მერე უკვე ჩემთვისაც მოიცალეს და მცემეს. თითქმის ყოველ ათ წუთში ერთხელ ერთი ადამიანი მაიცნ შემოჰყავდათ და მერე იწყებოდა იმ ადამიანის ცემა.
განსაკუთრებილ დავალებათა დეპარტამენტი გადაადგილდებოდა თავისუფლების მოედანზე და ეს ე.წ. სამართალდამცველები შემოვარდებოდნენ, გვეძახდნენ “გაყიდულებს”. “რამდენი ავიღეთ ფული, ამ აქციაში მონაწილეობისთვის”. ზოგიერთს ძალიან აწამებდნენ, არ ჩერდებოდა ცემა-ტყეპის ტალღა დაკავების მანქანაში. ზვიად ხარაზიშვილი იღებდა ამ ყვეალფერს თავისი კამერით, ნიღაბიც არ ეკეთა, სამარშრუტო ტაქსის ღია კართად იდგა და იღებდა პირადად ამ კადრებს”, – ამბობს დათა ხარაიშვილი.
სპეცრაზმის მიერ ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ხარაიშვილს აქვს თვალბუდის ძვლის მოტეხილობა, გატეხილი ცხვირი და ტვინის შერყევა. მათი ცნობით, ის დაკავების შემდეგ მანქანაში სცემეს.