პესკოვი: საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად.
„რა თქმა უნდა, სახეზეა სიტუაციის შერყევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სიმშვიდის დასაბრუნებლად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი