საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა.
ამასთან, კობახიძე ვახტანგ გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი როლი ამ პროცესების მართვაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწვედათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით”, – განაცხადა კობახიძემ.