“გონებას ვკარგავდი… ბიჭმა გამიკეთა აირწინაღი… ზურგით გამომიყვანეს” – წერილი სოციალური ქსელიდან

მადლიერების გამოხატვაა ეს პოსტი! სხვანაირად ვერ მოვისვენებ, იქნებ როგორმე თქვენამდე მოვიდეს ჩემი ხმა.
დღეს საოცარმა ადამიანებმა გადამარჩინეს, უკან ვიხევდით როცა გაზი გაუშვეს და არანაირი თავდაცვის საშუალება არ მქონდა. ჩავისუნთქე თუ არა მაშინვე ცუდად გავხდი, ვერაფერს ვხედავდი ნორმალურად და მეგონა ვიხრჩობოდი, ეს შეგრძნება ისეთი რეალური იყო რომ ვკიოდი უჰაერობისგან და პანიკისგან. მოულოდნელიც იყო და თან ხალხის მასაც ვერ/არ გვაძლევდა საშუალებას რომ ორი წამით მაინც გავჩერებულიყავით. მეგონა რომ ხალხის მასაში დავეცემოდი და გონებას დავკარაგვდი. ამ მომენტში გვერდით მდგომმა თვითონაც გასაჭირში მყოფმა ბიჭმა გამიკეთა აირწინაღი. ეს იმხელა იმედი იყო, იმხელა შვება, არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ჰაერი მეტად ვიგრძენი მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი… უკვე აღარ შემეძლო, ხალხის მასა გვაწვებოდა, ძალიან ბევრი ვიყავით. მეგობრემა ხელის მოჭიდებით ამიყვანეს გვერდით შემაღლებულზე და იმის მერე ისინი დავკარგე, სიტუაციურად დავშორდით. მახსოვს ჩავიკეცე, წავიქეცი. ვიღაცეებმა წამომაყენეს, ისევ ვერ შევინარჩუნე წონასწორობა, მერე ვიღაცამ ზურგით გადამიყვანა რამდენიმე მეტრი და მივედი სამშვიდობოს, ორმა ადამიანმა შემიყვანა ერთ-ერთ დაწესებულებაში (სახელს მაინც არ დავწერ) და იქ ყველაფერი გააკეთეს ჩემს დასახმარებლად. მეგობრებო, ოჯახის წევრებივით ხართ, იმედი ხართ და დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. არვიცი ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო. აირწინაღს შევინახავ ჩვენს გამარჯვების და კვლავ გადარჩენის სიმბოლოდ!
მადლობა გმირებო!