უკვე შევთავაზე საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც „ევრონიუსი“ აქვეყნებს.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, სადაც იმუშავეს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არჩევნების შესახებ ავტორიტეტული განცხადებების გასაცემად.
„საქართველოში, სადაც წინა არჩევნებშიც ლიდერი ვიყავი, ვნახე მწვავე პოლარიზაცია პარტიებს შორის, მაგრამ ასევე არჩევნები, რომელმაც ამომრჩევლებს შესთავაზა ვარიანტების ფართო არჩევანი, სადაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება. 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 42 ქვეყნიდან, რომელმაც წვლილი შეიტანეს ამ მისიაში, დაეხმარა ქართველ ხალხს იმის გაგებაში, თუ როგორ მოვიდა მათი ახალი მთავრობა ხელისუფლებაში და წარუდგინეს მიმართულებები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა აღმოიფხვრას“, – წერს პია კაუმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა შესთავაზა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში იქნება წარმოდგენილი.
„მე უკვე შევთავაზე საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის პრაქტიკული სამშენებლო ბლოკები დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს პია კაუმა.