პრემიერმა აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობას „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგს უწოდებს. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეთა პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, რატომ უწოდა მან პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას „შედეგი“. კითხვას ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„რაც შეეხება „შედეგს“, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რომ არ ყოფილიყო ის მასშტაბური ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ჩვენ მომიტინგეების მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, არ იქნებოდა არც შეკრების დაშლის საჭიროება და შესაბამისად, არცერთი ასეთი ფაქტი…
ნებისმიერი სამართალდარღვევა, მით უმეტეს თუ სამართალდარღვევა ჩადენილი იქნა ჟურნალისტის მიმართ, უნდა იქნას, რა თქმა უნდა, სათანადოდ გამოძიებული. ეს არის ჩემი დამოკიდებულება – არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. -ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)