შსს-მ ანტირუსული აქციის დარბევა დაიწყო

შსს ანტირუსული აქციის დარბევა დაიწყო. მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
მანამდე გაუშვეს წყლის ჭავლი წიწაკის სპრეისთან ერთად.
რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს დასდევენ და აკავებენ.
TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო. პერიოდულად პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს, ამასთან, ფიზიკურად უსწორდება მათ.
ე.წ. რობოკოპები და გდდ-ს თანამშრომლები რამდენიმე ქუჩიდან ერთდროულად დაიძრნენ მოქალაქეების მიმართულებით. წყლის ჭავლის მანქანები დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე.
იყენებს ჭავლის ახალ მანქანებს, რომლებიც წინებისგან განსხვავებით უფრო მძლავრია.