ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს. შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი უშიშროების კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის მთავრობას წარუდგენს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას საბოლოო დამტკიცებისთვის, და აღნიშნა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, “აშშ-სთან სრული ურთიერთგაგებით, ჩვენ ქმედების სრულ თავისუფლებას ვინარჩუნებთ” ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ.
“თუ “ჰეზბოლა” შეთანხმებას დაარღვევს და ხელახლა შეიარაღებას ეცდება, ჩვენ დავარტყამთ. თუ ის ეცდება საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას, ჩვენ დავარტყამთ. თუ გაისვრის რაკეტას, ამოთხრის გვირაბს, მოიყვანს ჭურვებით სავსე სატვირთო მანქანას, ჩვენ დავარტყამთ…
ნებისმიერ დარღვევას ძალით ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება ის არის, რომელიც სრულდება, და ჩვენ მას აღვასრულებთ”, – განაცხადა ნეტანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ