ჯოზეფ ბორელი – იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს

იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების ყველა საკითხს ითვალისწინებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიბანი ჩამოიშლება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება.
შეგახსნებეთ, გუშინ ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და უშიშროების კაბინეტი დღეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ