სახალხო დამცველი – ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას, სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა , არასწორი იქნება, ვინაიდან სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია

ამ საკითხზე სახალხო დამცველი კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ არის, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა 26 ოქტომბრის თავისუფალი, სამართლიანი და საყოველთაო.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა.
„ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, -განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული