პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად – ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 – წინააღმდეგი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დაასახელა და კენჭი უყარა. პარლამენტის ვიცე-სპიკერები თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან.
ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია დააკომპლექტა და თავმჯდომარე წარადგინა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
სხდომას შალვა პაპუაშვილი უძღვება, რომლის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევასაც კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.
მანამდე, პარლამენტმა, 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე