25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

პარლამენტის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, ასევე ტელემაუწყებლების/ტელემედიების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დადგეგმილი.