ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.41%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 21.46%-ით შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.40 მილიარდ სტერლინგია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთ კვირაში 0.16%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 31.95 გირვანქაა.ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.03%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგია.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.56%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 11.74 გირვანქა სტერლინგს გაუტოდა. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.2%-ით შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 547 მილიონ გირვანქა სტერლინგია.
წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.