რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზაპოროჟიეზე მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად, 55 წლის მამაკაცი დაიღუპა და 11 წლის ბიჭი დაშავდა“, – წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე.
ივან ფედოროვის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 15 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”