მელიქიშვილზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე  საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დაკავებულ მათე დევიძეს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების ყველზე მკაცრი ფორმის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა, ბრალდებულის ადვოკატი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

დღეს, 22 ნოემბერს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ, მათე დევიძე როგორ იქნევს ჯოხს პოლიციელების მისამართით. პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის თქმით, საქმეში დევს როგორც აღნიშნული ვიდეო, ისევე მოწმეთა ჩვენები და ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ვიდეოში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.

“ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი – ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ სამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობის გამოყენებას მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით […]

მათე დევიძეს არ აკავებდნენ სამართალდამცავები, როდესაც ის თავს დაესხა მათ. იყო მათგან მოშორებით. საერთოდ არ იყვნენ პატრულ-ინსპექტორები შემხებლობაში მათე დევიძესთან, როდესაც ის მოულოდნელად გამოჩნდა და ჯოხის გამოყენებით დაესხა მათ თავს”, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

21 წლის მათე დევიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა